ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მეშვიდე ადგილზეა.

გასულ წელთან შედარებით ქვეყანა რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა. საერთაშორისო კვლევა „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2018“  აშშ-ს სამი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებმა მოამზადეს. რეიტინგი ემყარება მონაცემებს 2016 წლიდან და ზომავს ეკონომიკური თავისუფლების დონეს 162 ქვეყნის პოლიტიკის და ინსტიტუციების ანალიზით.  რანგირება ქვეყნების 5 ძირითადი სფეროს მიხედვით ხდება. ესენია:  მთავრობის ზომა, საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო, მყარი ფულადი პოლიტიკა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება,  კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები.