მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები და ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები განიხილეს. მსჯელობის საგანი იყო საპრივატიზაციო გეგმებიც. პრემიერ-მინისტრმა ხაზი ენერგეტიკული მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს გაუსვა, საბჭომ კი ჯამურად 500-ს მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების რეფორმის კონკრეტულ დეტალებზე. კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტები დასამტკიცებლად მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება.