მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს თბილისში ახალი აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებული შესწავლის შედეგები, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლობით ჩატარდა. ამასთან, სხდომაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სფეროს განვითარების შესახებ. კერძოდ, ისაუბრეს განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებთან დაკავშირებით, რისთვისაც განახლებულ პირობებს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს