ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კვლევა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ევროპაში ექსპორტთან დაკავშირებით ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა.

კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირთან ვაჭრობის დინამიკისგან განსხვავებით, დსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობა ხასიათდება უფრო მაღალი რყევებით.

ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროპაში გაიზარდა, თუმცა შემდეგ ტემპი შენელდა.