მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა – თბილისში 2007 წელს დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების ფორუმი იმართება.
დღის წესრიგის მთავარი თემა მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი ქალაქის განსავითარებლად საჭირო იდეების და წინადადებების განხილვაა. ღონისძიებას ესწრებიან დელეგაციები 15 ქვეყნიდან, რომლებიც ქართულ მხარეს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. განსაკუთრებული აქცენტი კლიმატურ ცვლილებებზე, ეკოლოგიურ ტრანსპორტზე, განახლებადი ენერგიის ათვისებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე კეთდება. ფორუმის მონაწილეები ტურიზმის ხელშემწყობ და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საჭირო ინიციატივებზეც მსჯელობენ.