ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრი, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად რესტორნების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საკითხს, როგორ და რა წესების დაცვით იქნება შესაძლებელი შიდა სივრცეების გახსნაც. გარდა ამისა, სარესტორნო სექტორს კიდევ რამდენიმე მოთხოვნა აქვს.