თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ეკონომიკის მინისტრი რეგულაციების გამკაცრებაზე ლაპარაკობს.
ნათია თურნავას განცხადებით, ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების საკითხი პირობითად სამ ნაწილად იყოფა. მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში გაზის დეტექტორების დამონტაჟება მომხმარებლისთვის სავალდებულო გახდება.