სექტემბრის ეკონომიკურ ზრდაში, შედარებით მაღალი წვლილი რამდენიმე დარგმა შეიტანა – მშენებლობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, სასტუმროები, რესტორნები და დამამუშავებელი მრეწველობა, – ამის შესახებ საქსტატის დირექტორმა განაცხადა.
გოგიტა თოდრაძის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა, ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი 5 პროცენტია.