ვინ და როგორ უნდა მოაგვაროს ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემა ბათუმში. ტბეთის ქუჩაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე დარიცხულ ძველ საწარმოო შენობაში ათი წლის წინ თვითნებურად შესახლებული ოჯახები მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ისინი ფართების დაკანონებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით დაპირებებს შედეგი არ მოჰყოლია.