რუსთავში მდებარე სოკოს საწარმოს გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.
ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ უსიამოვნო სუნის გარდა ქარხანა საწარმოო სტანდარტებს არ იცავს და ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით აბინძურებს. მითუმეტეს, რომ დარღვევის ერთი ფაქტი შემოწმების შედეგად მაკონტროლებელმა ორგანომაც დაადასტურა.
რამდენიმეწლიანი პროტესტის შემდეგ საწარმო „თეთრი ქუდი“ დათმობაზე წავიდა. ქარხნის ერთი ნაწილი ადგილმდებარეობას შეიცვლის და ქალაქიდან შორს განთავსდება.