საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხომარეთში, ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ წმინდა გიორგის ბარელიეფი აიტანა.
ბარელიეფი, რომელიც წლების განმავლობაში ქორეთის სკოლის მუზეუმში ინახებოდა, მშობლიურ ტაძარს დაუბრუნდა. მე-9 საუკუნის მონასტერი 1991 წლის 29 აპრილს მიწისძვრის დროს დაინგრა. ტაძრის აღდგენითი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მშენებლობის პირველი ეტაპი 2020 წელს დასრულდება.