სწორედ კანაფთან დაკავშირებული კანონპროექტი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რამდენიმე სასულიერო პირმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი მწვავედ გააკრიტიკა. ერევა თუ არა სამღვდელოება წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, ამ კითხვამ აქტუალობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიძინა, რაც საპასუხო განცხადების დროს სალომე ზურაბიშვილმა სასულიერო პირების ნაწილი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონკორდატის დარღვევაში დაადანაშაულა.
ხმაურიანი განცხადებების ავტორი სასულიერო პირების მისამართით მიმართვის გავრცელება დასჭირდა თავად პატრიარქს. ილია მეორემ სამღვდელოებას შეახსენა, რომ ეკლესია პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალაა.
თამუნა წიკლაური არკვევდა, არის თუ არა დაპირისპირების ნიშნები ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს შორის.