რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ეკატერინბურგში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილებს ეთილის სპირტი ჰქონდათ მიღებული. მათ ალკოჰოლი 7-დან 14 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისგან შეიძინეს. ის პირები, რომლებიც ეთილის სპირიტს რეალიზაციას ახდენდნენ, პოლიციამ დააკავა.