ეკატერინბურგში მოწამვლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ეკატერინბურგში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილებს ეთილის სპირტი ჰქონდათ მიღებული. მათ ალკოჰოლი 7-დან 14 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისგან შეიძინეს. ის პირები, რომლებიც ეთილის სპირიტს რეალიზაციას ახდენდნენ, პოლიციამ დააკავა.

დატოვე კომენტარი