ეკა სეფაშვილის ანგარიში

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიში წარადგინა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ. დოკუმენტში ასახული რეკომენდაციები ეყრდნობა კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციას და შეეხება მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის გადასადგმელ საკანონმდებლო და პრაქტიკულ ნაბიჯებს.

შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები აისახება საბოლოო ანგარიშში, რომელსაც ეკა სეფაშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს წარუდგენს.