მომხმარებლის უფლებების დაცვა და გამოწვევები

მომხმარებლის უფლებების დაცვა – გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება, ამ თემაზე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრას მოსამართლე კორპუსის გარდა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.