ამნისტიის კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს პარტია „სამრთლიანობისთვის“ თავმჯდომარე. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ამნისტიის აქტი პატიმრობაში მყოფ იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებმაც სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლეს და ვისი გათავისუფლებაც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ბესელიამ ყველა პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენელს მოუწოდა, ახალი პარლამენტის დაკომპლექტების შემდეგ, ამნისტიის კანონის მიღებას მხარი დაუჭირონ. მისივე თქმით, შაბათს, პატიმართა ოჯახების გასამხნევებლად აქციაც გაიმართება, რომლის მთავარი მოთხოვნა იქნება – პარლამენტმა ჰუმანური აქტი, ამნისტიის კანონი მიიღოს.