ეკა ბესელიას კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტს 13 ხელმომწერი ჰყავს, დეპუტატები რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს.
როგორც ეკა ბესელია აცხადებს, პროექტი ითვალისწინებს ღია კონკურსს და კანდიდატების საჯარო დასახელებას, ანუ ღია კონკურსში ყველას შეეძლება მონაწილეობის მიღება, ვისაც აქვს შესაბამისი იურიდიული განათლება, 10 წლის პროფესიული გამოცდილება.
სამუშაო ჯგუფი ამზადებს ყველა საჭირო ინფორმაციას და გადასცემს რეკომენდაციებით კომიტეტს.