ეკა ბესელიას განცხადება

მოსამართლეთა უვადო განწესების საკითხის რეგულირების მიზნით, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს ეკა ბესელია.

დეპუტატის თქმით, ამისთვის ორი გზა არსებობს და ის ორივეს მიმართავს. პირველი საკანონდებლო ორგანოში 76 დეპუტატის მხარდაჭერის მოპოვება, მეორე კი ცვლილებების მოთხოვნით ორასი ათასი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებაა.

ბესელიას განცხადებით, მისი ინიციატივა მართლმსაჯულების რეფორმის დასრულებამდე დაარეგულირებს საკითხს და შეეხება უკვე არჩეულ უვადო მოსამართლეებსაც.