ეკა ბესელიას განცხადება

მოსამართლეთა უვადო განწესების საკითხზე არსებული უთანხმოების გამო, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

დეპუტატი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ აცდენილია პირველი ოქტომბრის იდეალებს. ბესელია პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აანონსებს.

„ქართული ოცნებიდან“ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის წასვლა, პარლამენტში დღეს შეფასებების მთავარი თემაა.