„როდენი, მისი მარადი კერპი,“ – სწორედ ასე ჰქვია ცნობილი ქორეოგრაფის, ბორის ეიფმანის გახმაურებულ სპექტაკლს, რომელსაც ოპერისა და ბალეტის თეატრი მასპინძლობს.
წარმოდგენა დიდი ფრანგი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენისა და მისი საყვარელი ქალის, მოსწავლისა და მუზის – კამილა კლოდელის ურთიერთობის ისტორიას ეძღვნება. სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნება ყოველწლიური ფესტივალი „თბილისი რიტმი“.
ბორის ეიფმანი მისივე სახელობის სანკტ-პეტერბურგის საბალეტო დასთან ერთად საქართველოში უკვე მეოთხედ იმყოფება.