ეთნომუსიკოლოგი, რომელმაც თავის ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქართულ ფოლკლორს და მის კვლევას მიუძღვნა.
ედიშერ გარაყანიძე სტუდენტობისას ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლში მღეროდა. სწორედ ამ პერიოდიდან აწყობდა ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ხალხური სიმღერები განსხვავებულ ვარიანტებს აგროვებდა, იკვლევდა და ნოტებზე გადაჰქონდა. საქართველოს გარდა აქტიურად მოღვაწეობდა ევროპის არაერთ ქვეყანაში, სადაც პერიოდულად კითხულობდა ლექციებს, ინგლისელ მუსიკის მოყვარულებს კი 60-მდე ქართული სიმღერა შეასწავლა. ქართული ფოლკლორის განვითარებასა და საზღვარგარეთ მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ედიშერ და გიგი გარაყანიძეები, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.