ევროპის მაუწყებელთა კავშირის 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მასპინძლობს. რიგით მე-18 ასამბლეა, „Radisson Blu Iveria“-ს საკონფერენციო დარბაზში, ერთი საათის წინ დაიწყო. ღონისძიება ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა გახსნეს.
ასამბლეას ევროპის 56 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ნიუსრუმის ხელმძღვანელები ესწრებიან. პანელური დისკუსიები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყოველწლიური ფორუმი, სადაც EBU-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან.