ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხაზინამ საქართველო, ბაზრის განვითარების წარმატებულ მაგალითად დაასახელა.
EBRD-ის ხაზინამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთობლივ ღონისძიებაზე ოფიციალურად წარადგინეს ნაშრომი სათაურით „ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა“. ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს მხარდაჭერით მომზადდა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ორ ელემენტზე: ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდასა და რეალური ეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე. EBRD-ის ხაზინის მიერ წარდგენილ ანალიზში კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, რომ საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითია ღია ეკონომიკითა და ფინანსური სექტორით და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, წარმატებას მიაღწია.