ე.წ. ტერორისტების საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება
ე.წ. ტერორისტების საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.
დახურულ სხდომაზე მხარეები საიდუმლო მასალებზე მსჯელობენ. ასევე, დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მოწმეებს მოუსმენენ. საქმის ამ ეპიზოდზე ბრალდებულია ექვსი პირი. ორ მათგანს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში, ოთხს კი ამ ორგანიზაციის ხელშეწყობას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ისინი დაეხმარნენ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლასა და შემდგომ გადაადგილებაში. ისინი თბილისსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დააკავეს.