ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმე - ნუგზარ ჯანჯღავას პატიმრობა შეეფარდა

ნუგზარ ჯანჯღავას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საუბარია ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე. რეგიონული სამედიცინო სამსახურის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილეს ქრთამის აღების ხელშეწყობა ედება ბრალად. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოძიების ინფორმაციით, ჯანჯღავა აგროვებდა თანხას სხვადასხვა აფთიაქების ხელმძღვანელებისგან, რათა ეს თანხა ჯანდაცვის სამედიცინო სამსახურის ყოფილი უფროსისთვის, გია თვალავაძისათვის გადაეცა.

ორი თვის წინ დაკავებული იყო თავად თვალავაძეც, თუმცა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას სასამართლომ გირაო შეუფარდა.

გამოძიების ცნობით, თვალავაძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა აფთიაქებში ხდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ რეალიზება, რაზეც მას სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

ნუგზარ ჯანჯღავას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.