ე. წ. კანონიერი ქურდის საქმე
საქართველო მინდია გორაძეს, იგივე „ლავასოღლის“ მიღებას თუ კვლავ არ დათანხმდება, თურქეთი იძულებული იქნება, 2020 წლის თებერვალში ის გაათავისუფლოს, – ამის შესახებ თურქული პრესა წერს.
მინდია გორაძე 2018 წელს ტრაპიზონში დააკავეს. მას საქართველოში კრიმინალური სინდიკატის ორგანიზატორობის ბრალდებით ინტერპოლი ეძებდა. როგორც თურქული მედია იუწყება, ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების შემდეგ ოფიციალაური ანკარა დიპლომატიური კავშირების საშუალებით მის ექსტრადირებას ცდილობს, თუმცა ქართული მხარე მის მიღებაზე უარს აცხადებს.
ხელისუფლებასთან „ლავასოღლის“ კავშირზე ეჭვს გამოთქვამენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, „ქართული ოცნება“ კრიმინალური ავოტორიტეტების გავლენების გამოყენებას წინასაარჩევნოდ გეგმავს.
იუსიტიციის მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ამობოს, რომ ე. წ. კანონიერი ქურდის დაკავება სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით მოხდა და მიმდინარეობს ექსტადირების პროცედურები.