ე.წ. კაბელების საქმე
ე.წ. კაბელების საქმეზე პარლამენტის თავმჯდომარის სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას პროკურატურა და საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი ეხმაურება.
ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ე.წ. კაბელების საქმის მასალებს გაეცნო და დანაშაული იკვეთება, თუმცა ამ საქმეზე დაკავებულებს თანხა არ აუღიათ.
კობახიძის ამ განცხადებას საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი დანაშაულს უწოდებს, რადგან მისი თქმით, საქმის მასალებს გრიფით საიდუმლო ედო. პროკურატურაში კი განმარტეს, რომ მასალებს გრიფი დიდი ხნის წინ მოეხსნა და ის ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.