სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. პროკურატურამ დეკანოზის ბრალეულობაზე, ადვოკატებმა კი მის უდანაშაულობაზე ისაუბრეს. პროცესს არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული გიორგი მამალაძე. პროტესტის ნიშნად მან სხდომა წინა პროცესზე დატოვა. დღესვე დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა, მოსამართლემ არცერთი მათგანი დააკმაყოფილა. მოწმე ნანა თოდუა პროცესზე არ დაიკითხება, თუმცა მისი დასკვნა საქმის თაობაზე, მასალებს დაერთვება. რაც შეეხება ყოფილი სახალხო დმაცველის, უჩა ნანუაშვილის დასკვნის დართვას მტკიცებულებად, მოსმაართლის განმარტებით, დოკუმენტი ისედაც საჯაროა და საქმეზე დართვა აუცილებლბას არ წარმოადგენს. სასამართლოს უკვე შემდეგ სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით მიმართავენ. დაცვის მხარე ზემდგომ ინსტანციაში მამა გიორგი მამალაძისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებს, პროკურატურა კი – საქმის კვალიფიკაციის შეცვლას.