ე.წ. არჩევნები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში
ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის ამჟამინდელი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში, მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთში 76 საარჩევნო უბანი გახსნა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 32 000 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ე.წ. საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურება. სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. დამკვირვებლები რუსეთიდან, ავსტრიიდან, ვენესუელადან, სირიიდან, ნიკარაგუადან, იტალიიდან და თურქეთიდან ჩავლენ.