ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლიანი ხე, რის გამოც ჩაიხერგა გზები, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და ამ დროისათვის გადაადგილება შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. სტიქიამ ელექტროგადამცემი კაბელებიც დააზიანა და დასახლებების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. შექმნილ ვითარებას გაეცნო ზუგდიდის მერი. მისი ინფორმაციით, ხუთ კერძო და ორ საჯარო დაწესებულებას სახურავი დაუზიანდა. ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.