სტიქია ტყიბულის მუნიციპალიტეტში. ძლიერმა ქარმა ქალაქში 23 საცხოვრებელ სახლს, მათ შორის 15 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები გადახადა. ახლა სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. მიმდინარეობს ლოკალური სამუშაოები დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, პარალელურად, სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ძლიერი ქარი ტყიბულში ამ დრომდე გრძელდება.