ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა აეროპორტისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება. რეისები ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში სრულდება. აეროპორტის ოპერირების შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. ამ წუთებში ქუთაისის აეროპორტში ადგილზე ვითარებას სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის წარმომადგენლები სწავლობენ.