უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რუსთავშიც. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე უბანი. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ლეონიძესა და მესხიშვილის ქუჩებზე. რამდენიმე საათის განმავლობაში ამ ქუჩების ნაწილი პარალიზებული იყო. დაიტბორა კომერციული ფართები და სარდაფები. ადგილზე სამაშველო სამსახური გვიან ღამემდე მუშაობდა. ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი. მათი განმარტებით, ზარალის დათვლის შემდეგ მოსახლეობას შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.