ძლიერი წვიმა თბილისში

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის გარკვეულ უბნებში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად ჩუღურეთის რაიონი დააზარალა. დაიტბორა საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაახლოებით 200 სხვადასხვა სახის შეტყობინება შევიდა. რაც შეეხება პროგნოზს, 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა.