ძლიერი წვიმა სამეგრელოში

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა ზუგდიდში. რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის შედეგადაც დაიტბორა ეზოები, ასევე გზის სავალი ნაწილი. რამდენიმე ოჯახში წყალმა პირველი სართულებიც დატბორა და დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილობრივებს მაშველები ეხმარებიან. მოსახლეობა სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვს. ადგილობრივი მერია ქალაქის რამდენიმე უბანში უკვე იმყოფებოდა. ამ დროისათვის ზუგდიდში აღარ წვიმს და ზარალის დათვლა იწყება.