26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციამ „ძლიერი საქართველო“ პარტიული სია წარადგინა. 26 კაციანი საარჩევნო სიის პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძეა. სიის ათეული ასე გამოიყურება: მამუკა ხაზარაძე, ანა დოლიძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთევან თურაზაშვილი, საბა ბუაძე, სალომე სამადაშვილი, დავით რაქვიაშვილი. სიაში ასევე არიან: ალექსანდრე ელისაშვილი, ვახტანგ სურგულაძე, გიორგი უშიკიშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ლევან სამუშია, გრიგოლ გეგელია და სხვები.