„ძლიერი საქართველოს“ აქცია-პერფორმანსი. „ჯორჯიან ბასისა“ და „ომნი ბასების“ ქუთაისის აეროპორტში მიმავალ მგზავრებს ფლაერები დაურიგეს, წარწერით, „საქართველოს ვიზალიბერალიზაცია საფრთხეშია“. ინიციატორების თქმით, მოქალაქეებს ამ ქმედებით კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია.