სტიქიის უმძიმესი შედეგი.
კახეთში მსხვერპლია. ძლიერი ქარის გამო წაქცეულმა რკინის კონსტრუქციამ ახმეტაში 79 წლის მამაკაცი შეიწირა. უამინდობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ებრძვიან. მოგლეჯილი ხეები, გადახდილი სახურავები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, პრობლემები ენერგომომარაგებაში, შეფერხებული სატრანსპორტო მოძრაობა – ასეთი სურათია რეგიონებში. რამდენიმე ქალაქში სტიქიამ ნაძვის ხეებიც წააქცია. ცხელი ხაზი მოქმედებს და საგანგებო ზომებია მიღებული თბილისშიც. დღის განმავლობაში სხვადასხვა ქუჩაზე ათეულობით გამოძახება დაფიქსირდა. დაზიანდა რესპუბლიკური საავადმყოფოც, სადაც შენობის ფასადის ნაწილები ჩამოიშალა. კლინიკას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია.