თურქეთში მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, გაზიან-ტეპის პროვინციაში სხვადასხვა ნაგებობის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. ბოლო ინფორმაციით, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000 ადამიანს გადააჭარბა. დაშავებულთა რიცხვი კი 5000 აჭარბებს. უკვე დადასტურებულია, რომ დაღუპულებს შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა. ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდა შეადგინა. რეგიონში ეს გასული 80 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგებს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა მეზობელ სირიაშიც. არსებული ცნობით, დაღუპულია 500-ზე მეტი ადამიანი.
თურქეთში დღეს კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხვდა მაგნიტუდამ 7.5ი შეადგინა. მთელი დღის განმავლობაში თურქეთში უკვე 150-მდე ე.წ. აფტერ-შოკი, მცირე მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.