ძეგლების ნგრევის ტალღა მსოფლიოს დიდ ქალაქებში - იწყება თუ არა ისტორიის გადაფასება, რა გზით ცდილობენ დემონსტრანტები მის გადაწერას და რით შეიძლება დასრულდეს ძეგლებთან ბრძოლა
პროტესტის ფორმა თუ ისტორიის წაშლის მცდელობა – აშშ-ში ვითარება სულ უფრო უკონტროლო ხდება.
პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის შემდეგ ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა აგორდა. სხვადასხვა შტატში მიმდინარე ანტირასისტული აქციების მონაწილეები ძეგლებს ანგრევენ და ანადგურებენ იმ ადამიანების მონუმენტებს, რომლებიც დემონსტრანტების მტკიცებით, რასობრივი დისკრიმინაციით გამოირჩეოდნენ. ვანდალური ფაქტები აშშ-ის ფარგლებს გასცდა და სხვა ქვეყნებიც მოიცვა.