ძარცვაში ეჭვმიტანილ პირებს ეძებს პოლიცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა სოფელ ლესიჭინეში, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში დამონტაჟებული ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს და სავარაუდოდ დიდი ოდენობით თანხას დაეუფლნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი ვერსიით, წაღებულია 70 ათას ლარამდე თანხა. შემთხვევის ადგილზე მიმოფანტული იყო კუპიურები. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19- 177-ე მუხლით დაიწყო. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.