ძალადობის სავარაუდო შემთხვევა ბაღში

თბილისში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა სავარაუდოდ მცირეწლოვანზე იძალადა.

ბაგა ბაღის დირექტორის განცხადებით, ბავშვს ცხვირზე ჰქონდა სიწითლე, რის შემდეგაც მშობელმა სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ნახვა მოითხოვა. ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების შემდეგ კი ბაგა ბაღის დირექტორმა მიმართა საგამოძიებო უწყებებს და აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.