ძალადობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავეს

ძალადობის ფაქტი თბილისში. მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ 35 წლის მამაკაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

პოლიციის არა ერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე კავშირზე არ გამოდიოდა და კარს არ აღებდა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს. მეზობლები ყვებიან, რომ დაკავებული მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.