„ძალა ერთობაშია“ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

მოძრაობის ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ზესტაფონის აგრალურ ბაზარში გლეხებს და ფერმერებს გაესაუბრნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო რთულდება, პროდუქტის გაყიდვა უჭირთ და შესაბამისად, მათი შემოსავალიც მცირეა. ვაშაძემ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.