„ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას ინიციატივებით მიმართავს

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე გაკეთდა კომენტარი.

სერგო ჩიხლაძემ ხელისუფლების განცხადებებს, მედიკამენტებზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ მედიკამენტებზე ფასების 3-4 ჯერ ზრდას საქართველოში საერთაშირისო და შიდა კვლევები ადასტურებს.

„ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას ინიციატივებით მიმართავს, მათ შორის არის სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ფასების პოლიტიკაზე იმუშავებს და რომელშიც დარგის ექსპერტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდებიან.