დუდუ დადიანის მემორიალი ქუთაისის საკალათბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ტრადიციული ტურნირის ფინალში ერთმანეთს „რუსთავი“ და „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. ნახევარფინალში ორივე გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა – ქვემო ქართლელებმა გზიდან „ოლიმპი“ ჩამოიცილეს, ქუთაისელებმა კი – „კაკტუსი“. თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გამართული ფინალური დაპირისპირება საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ, ქუთაისელთა გამარჯვებით ანგარიშით 92-78 დასრულდა . ეს ქუთაისელთა მეორე გამარჯვება იყო აღნიშნულ ტურნირზე. ფინალურ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი, 23 ქულა რუსთაველთა ლეგიონერმა მაიკლ დევისმა დააგროვა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისის კალათბურთელი ილია ლონდარიძე დაასახელეს.