დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით, დროებით საგამოძიებო კომისიას გივი მიქანაძე უხემძღვანელებს. კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა.

კომისიის მდივნის თანამდებობაზე დავით ზილფიმიანი აირჩიეს. ამასთან, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმიანობისთვის ვადა ერთი თვით გაუგრძელდეს, რადგან მას სამთვიანი უფლებამოსილება 17 მაისს ეწურება. კომისიაში ამ დროისთვის მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები არიან.

მოამბე