#დოსიე „ფილიპინები. ტაბუირებული ბავშვები“

ფილიპინების, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი უღარიბესი კათოლიკური, პურიტანული ტრადიციების ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს სექს-ტურიზმი წარმოადგენს, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, აქ განლაგებული უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების წყალობით განვითარდა.

დღეს, დაახლოებით 400 ათასი ფილიპინელი ქალია ჩართული სექს-ტურიზმის ინდუსტრიაში. ეს მათთვის თავის გადარჩენის, ევროპელი ან ამერიკელი ანონიმი ტურისტებისგან გაჩენილი მეტისი, ე.წ. „სირცხვილის შვილების“ გამოკვების ერთადერთი საშუალებაა.

ამ ბავშვებს, განსხვავებული გარეგნობა თავიდანვე გამოარჩევს თანატოლებისგან და სექს-მუშაკის შვილის იარლიყს აკრავს.

ტურიზმის ამ სამარცხვინო სახეობის, ე.წ. „სირცხვილის ბავშვების“ დოკუმენტური დრამა, სილვი აგირეს დოკ ფილმი „ფილიპინები. ტაბუირებული ბავშვები“ პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში დოსიე

დოსიე

  

დატოვე კომენტარი