დონბასში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი კვლავ დაარღვიეს
დონბასში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი კიდევ ერთხელ დაარღვიეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინის ჯარის მიმართულებით, ერთ დღე-ღამეში 33-ჯერ გაისროლეს, რის შედეგადაც, ერთი უკრაინელი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.
“მოწინააღმდეგე მხარეს სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაჭრილია,“ – განაცხადეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. 2015 წელს ნორმანდიულ ოთხეულს შორის გაფორმებული მინსკის შეთანხმება, ცეცხლის შეწყვეტის ზავის დაცვას ითვალისწინებს, რასაც რუსეთიდან მართული სეპარატისტები ბოლო სამი წელია, პერმანენტულად არღვევენ.